|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ფოტო-კინო მუზეუმის უცვლელი ხელმძღვანელი რამაზ მორჩაძე გარდაიცვალა

 
ქუთაისის ფოტო-კინო მემატიანეს მუზეუმის უცვლელი ხელმძღვანელი რამაზ მორჩაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
ის მუზეუმს დაარსების დღიდან, 1993 წლიდან უდგა სათავეში. ამ წლების განმავლობაში მან 5 000-ზე მეტი ფოტოსურათი და  300 000 ფოტონეგატივი შეგროვება შეძლო. მისი ინიციატივით მოძიებული, მანამდე უცნობი ფოტოკადრები დღეს მუზეუმშია დაცული.
მისივე თაოსნობით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, ქუთაისში ეწყობოდა გამოფენები, რომლებიც ქალაქისა და ქვეყნის ისტორიას ასახავდა.
 
ქალაქს წარმოუდგენლად დააკლდება ადამიანი, რომელიც უსტორიის უხილავ მხარეს კადრში აცოცხლებდა და მრავალი წლის მანძილზე, ქუთაისს საინტერესო და მრავალფეროვან ფოტოგამოფენებს ჩუქნიდა.
 

მუზეუმის მმართველი, რომელმაც უნიკალური ფოტოარქივი შექმნა

ავტორი: ნიუპრესი