ქუთაისის ჰოკეისტთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა
ქუთაისის ჰოკეისტთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 25–27 ოქტომბერს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჰოკეიში ქალთა და მამაკაცთა გუნდებს შორის ქუთაისელმა ჰოკეისტებმა გაიმარჯვეს.
"ქუთაისელმა მამაკაცებმა 2 წლის შესვენების შემდეგ დაძაბულ ბრძოლებში დაიბრუნეს ჩემპიონობა, ქუთაისის ქალთა გუნდმა გამოცდილების ხარჯზე კვლავ შეინარჩუნა პირველობა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები გახდენ საკო დვალიშვილი და თამთა არუსია", - განაცხადა ქალთა გუნდის მწვრთნელმა ავთანდილ თევდორაძემ.
მისი თქმით, ქუთაისის ქალთა ჰოკეისტთა გუნდი ‘’უქიმერიონი’’ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თუმცა ჩემპიონატზე გასამგზავრებლად გუნდს დაფინანსების პრობლემა აქვს.
ავტორი: ირინა მაკარიძე