|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა, ოთხივე მათგანი ქუთაისიდანაა. ორი მოზრდილია და ორი ბავშვი.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"დაგვემატა 4 პაციენტი, ორი მოზრდილი და 2 ბავშვი. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს, ველოდებით განმეორებით პასუხებს, თუ უარყოფითი მოვიდა, რამდენინე მათგანი კლინიკას დატოვებს. მძიმეა ოთხი პაციენტი, მათგან ორი კრიტიკულად მძიმე. პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 57 კოვიდ დადებიტი გადის მკურნალობას, მათგან 17 ბავშვია.

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი