|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. შუა ხნის მამაკაცს პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის თბილისის ინფექციური კლინიკიდან ქუთაისში გადაიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით 6 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ორი რესპირატორული მოვლენებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული და მათ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.

"კლინიკამ დღეს კიდევ ერთი პაციენტი გამოაჯანმრთელა. ამ დროისთვის კლინიკაში 6 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. გვყავს 2 საეჭვო პაციენტი, ისინი ტრაილერის მძღოლები არიან. მათ დღის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ",- განაცხადა ნადირაძემ.

კლინიკაში კორონავირუსი ჯამში 42 პაციენტმა დაამარცხა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა