ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ქალი გადმოიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს Covid-19 ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა. ახალგაზრდა ქალი ბათუმიდან დადასტურებული შემთხვევით გადაიყვანეს.
მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"ბათუმიდან ერთი პაციენტი დაგვემატა, მას მოგზაურობის ისტორია აქვს თურქეთში. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა ნადირაძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




11:28
12:35
















