|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19 ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. პაციენტი წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს.

68 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ მთავარი ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინე სივრციდან, კოვიდ დადასტურებული ინფექციით. მას აღენიშნებოდა ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა მდგომარეობა სტაბილურია. „ლჯ და კომპანიაში“ ამ დროისთვის კოვიდის დიაგნოზით 3 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას“ ,- განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 44 პაციენტი მკურნალობდა, მათგან 41- მა ვირუსი დაამარცხა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა