ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საკვლევი პაციენტები ტრაილერების მძღოლები არიან.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"დღე-ღამის განმავლობაში ახალი და საკვლევი პაციენტები არ მიგვიღია. კლინიკაში რჩება შვიდი კოვიდ დადასტურებული პაციენტი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ 41 პაციენტი გამოაჯანმრთელა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



15:46
10:15
11:28
















