ქუთაისის ინფექციური კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. შუა ხნის ქალს ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან „კოვიდ-19“ დაამარცხა.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ამ დროისთვის, კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს.
„კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა ვირუსი, ჯამში უკვე 49 გამოჯანმრთელებული გვყავს. კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება 3 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოიფილებელია“, – განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისთვის, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი