ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული და კულტურულ - სოციალური ყოფის ამსახველი კოლექციები, ვანის ეკლესიებიდან ქუთაისის მუზეუმში შემოტანილი ხელნაწერი წიგნები, ვანის სოციალურ- ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტები.
გამოფენის გახსნას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე დაესწრნენ.
დროებით გამოფენას „ვანის ეთნოგრაფიული და კულტურულ - სოციალური ყოფის პერიპეტიები” ქუთაისის მუზეუმი ვანის მუნიციპალიტეტშიც გამართავს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა