|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის კალათბურთის გუნდმა "მემორიალის თასი" მოიპოვა

 ქუთაისის  გუნდმა  ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის  საკალათბურთო შეჯიბრებაში პირველად დაამარცხა სოხუმის გუნდი და მემორიალის თასი მოიპოვა.  ფინალურ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა რიონისპირელმა გიგი ბარბაქაძემ მოიპოვა. ქუთათურთაგან, ასევე ბექა ბექაური და ვახტანგ ქადარია გამოირჩეოდნენ.
ტურნირზე დაწესებული იყო სხვადასხვა პრიზები: ქუთაისის მერიის სპეციალური პრიზი ,,სოხუმს“ გადაეცა. საუკეთესო  უკანახაზელად ქუთაისელი გიგი ბარბაქაძე დასახელდა. საუკეთესო ფორვარდის პრიზს, ასევე რიონისპირელი ბექა ბექაური დაეუფლა. ტურნირის მთავარი ჯილდო ლეგენდარული კალათბურთელების სახელობის გარდამავალი თასი ,,ქუთაისი 2010“ –ს გადაეცა. თასი მათ ზურაბ საკანდელიძის შვილმა გიორგი საკანდელიძემ გადასცეს.

შეგახსენებთ, ქუთაისმა ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის ტურნირს პირველად უმასპინძლა.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა