|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის მერიის ააიპი "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელი რევაზ თედორაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ააიპის უფროსმა თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.

 არსებული ინფორმაციით, თედორაძის გათავისუფლებას წინ ინციდენტი უძღვოდა,  რაც ორმაისობის დღესასწაულზე მერიის კულტურის განყოფილების უფროსთან ვაჟა ჯუღელთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატა. 

მასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს  ვაჟა ჟუღელი, თუმცა აღნიშნავს, რომ სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით საუბარი იყო.

 რეზო თედორაძე ააიპის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.  ის "ქართული ოცნების"  ქუთაისის ბიუროს წარმომადგენელი და 7 არჩევნების პერიოდში  ავტოქარხნის ზონის ხელმძღვანელი იყო.  

 

"ქუთაისში აუღებელი სცენა უნდა იყოს"-რეზო თედორაძე

ავტორი: ირინა მაკარიძე