ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ქუთაისი ხომ ის ქალაქია, სადაც სიმღერა ფანჯრების დარაბებიდან ისმის და ლეგენდების ისტორიები ფონად მიჰყვება. თანამედროვეობის ქუთაისურ ამბებს, “მაკდონალდსი” 2010 წლიდან შეუერთდა, არა მხოლოდ გემრიელი ბურგერებით, არამედ თავისი ხარისხით, მომსახურების სტანდარტებით და ატმოსფეროთი, რომელმაც ამერიკული ცხოვრების სტილი, იმერულ ყოველდღიურობად აქცია და მაგიური ოქროს თაღით, ბავშვური სიხარულით და შეუჩერებელი ენერგიით, ჯადოსნური ეპოქის დასაწყისი გახადა ქალაქისთვის.
ქალაქში, სადაც დღემდე, ლადო ალექსი მესხიშვილის თეატრს, პირველ კომედიურ “გაყრას” და ახალი მოძრაობის დასაწყისს იხსენებენ, სულ სხვა ენაზეც ალაპარაკდნენ - "ერთი ჩიზბურგერის მენიუ, ჰეფი მილი და მაკკაფეს ყავა".
“მაკდონალდსი” ქუთაისში არ არის უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი – ეს არის ადგილი, სადაც დღე იწყება ღიმილით და სრულდება მოგონებებით. აქ თინეიჯერები ერთმანეთს პირველად ხვდებიან, სტუდენტები - უფასო Wi-Fi-ს იყენებენ, ხოლო ბავშვებისთვის ჰეფი მილის გახსნა, თითქოს საიდუმლო კარის გაღებას ჰგავს, საიდანაც ჯადოსნურ სამყაროში ინაცვლებენ.
ქუთაისის მაკდონალდსი – ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ერწყმის ტრადიცია თანამედროვეობას, ადგილობრივი თვითმყოფადობა – გლობალურ გამოცდილებას.
“მაკდონალდსის” გლობალური სტანდარტების თანახმად, რესტორნების პერიოდული განახლება სავალდებულოა. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს “Modernization” მაჩვენებლის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, კომფორტული და ინოვაციური გარემოს შეთავაზებას. ამ სტანდარტის დაცვით ქუთაისის “მაკდონალდსი” სრულად განახლდა.
განსაკუთრებით შესამჩნევია განახლება ინტერიერში. განახლებული, მყუდრო ტერასა გამორჩეული სივრცეა — როგორც ყავით დასვენებისთვის, ისე მეგობრული თუ საქმიანი შეხვედრებისთვის.
რემოდელინგი მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებას არ ნიშნავს - ეს არის გამოცდილების გაუმჯობესება, დროის და მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ. თანამედროვე სტანდარტების დანერგვა მოიცავს, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და ციფრული სერვისების სრულყოფას. განახლებული IT ინფრასტრუქტურა გულისხმობს სტაბილურ და სწრაფ Wi-Fi-ს, დახვეწილ კიოსკებს, ხოლო შეკვეთის პროცესი ახლა კიდევ უფრო მარტივი და სწრაფია, რომელიც ქმნის პერსონალიზებულ გამოცდილებას მომხმარებლისთვის - იქნება ეს აპლიკაციის მეშვეობით გაკეთებული წინასწარი შეკვეთა, თუ ციფრული ეკრანიდან მარტივად შერჩეული მენიუ.
ასევე განახლდა დრაივ ზონა - ნაცნობი და საყვარელი მარშრუტი მძღოლებისთვის, ახლა უფრო ეფექტური მომსახურებითა და კომუნიკაციის გაუმჯობესებული სისტემით გამოირჩევა. მთავარი მიზანი მარტივია: მაქსიმალურად შემცირებული მოლოდინის დრო.
როდესაც გაუმჯობესებულ მომსახურებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად აღსანიშნია ე.წ Curbside სერვისი, რომლის საშუალებითაც, საკუთარი ავტომობილით მაკდონალდსში მისული სტუმარი, ჩერდება სპეციალურად განკუთვნილ ავტოსადგომზე, თავს არიდებს მაკდრაივის რიგს და აპლიკაციის მეშვეობით გაკეთებულ შეკვეთას ადგილზე იღებს.
ქუთაისის განახლებული “მაკდონალდსი” არის პასუხი თანამედროვე ქალაქის მოთხოვნებზე. ეს არის სივრცე, რომელიც თანხვედრაში მოდის იმ საჭიროებებთან, რაც ქუთაისის თანამედროვე ცხოვრებას ახასიათებს: სწრაფი რიტმი, კომფორტი, და სიახლეებისადმი სიყვარული. ქუთაისის “მაკდონალდსი” ახალ ათწლეულს იწყებს.
ქუთაისის განახლებულ რესტორანაში 50, ხოლო ჯამურად ქუთაისის ორივე რესტორანში 150-მდე ადამიანია დასაქმებული. “მაკდონალდს საქართველო” ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 2200-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, “მაკდონალდსში” სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ქუთაისის “მაკდონალდსის” რემოდელინგის ინვესტიცია 4 მლნ ლარს შეადგენს, “მაკდონალდს საქართველოს”, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 202 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, აქედან მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში 10 მლნ ლარი. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 233 მილიონ ლარს აღწევს, მხოლოდ 2025 წელს ბიუჯეტში შენატანმა თანხამ 8.5 მლნ ლარი შეადგინა. “მაკდონალდს საქართველო” 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
ავტორი: