ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე განიხილება
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე განიხილება. არსებული ინფორმაციით, ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ წარადგენს.
ინფორმაციას ადასტურებს ზაზა ლომინაძე. მისი თქმით, მისი კანდიდატურა მეგობართა ჯგუფის მიერ შეირჩა.
ზაზა ლომინაძე ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ასევე არის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული.
ზაზა ლომინაძეს მინიჭებული აქვს ღვაწლმოსილი ქუთაისელის სტატუსი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




11:28
12:35
















