|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მეორე სკოლის დირექციის გადაცდომა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციამ აღიარა

მიმდინარე წლის 1 მარტს „ნიუპრესზე“ გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსწავლეზე და სკოლის კედლებს გაცდენილი დავა“, რომელშიც საუბარი იყო სკოლის ჭადრაკის მასწავლებელს ნათია ბედიაშვილსა და მშობლის ა.კოპალიანის დაპირისპირებაზე. დავაში მოგვიანებით სკოლის დირექტორიც ჩაერთო.

ფაქტის გაშუქების დროს „ნიუპრესი“ გაესაუბრა დავის ყველა მხარეს და მოისმინა მათი არგუმენტები. მოგვიანებით სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარინმა განაცხადა, რომ სტატიაში ჟურნალისტის მიერ მოყვანილი განცხადება მას არ გაუკეთებია. განცხადება შეცვალა სკოლის მასწავლებელმა ნათია ბედიაშვილმაც, რომელიც აცხადებდა, რომ მას სოციალური სამსახურის აგენტის მიერ გაკეთებული განცხადება ბავშვის სახაზავით ცემის ფაქტზე არ გაუკეთებია.

ფაქტის შესახებ ვაცნობეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოვითხოვეთ ინფორმაცია, მართლაც გააკეთა თუ არა აგენტმა მასგავსი განცხადება ნათია ბედიაშვილთან. სოციალურმა სამსახურმა, ისე რომ არ შეუსწავლია საქმე, არ გასაუბრებია ჟურნალისტს და არ მოუთხოვია მისგან დამატებით ინფორმაცია, ცალსახა დასკვნა გააკეთა და აღნიშნა, რომ არც მასწავლების და არც დირექტორის მხრიდამ მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა.  რეალურად არსებობდა აუდიო ჩანაწერები, რომელი საიტზე გავრცელებეულ ინფორმაციას ადასტურებდა. დღეს რედაქცია თავს იკავებს ამ ჩანაწერების გავრცელებისგან.

მოგვიანებით, სკოლის მეორე კლასის მოსწავლის მშობლის ა.კოპალიანის მოთხოვნით საქმეში პრესონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია ჩაერთო. პრესონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციამ მოახდინა ყველა მხარის შესწავლა. უწყების მოთხოვნით რედაქციამ მიაწოდა არსებული აუდიოჩანაწერები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციამ საკითხის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ სკოლის დირექტორის მიერ მართლაც ჰქონდა ადგილი სკოლის მოსწავლის მ.პ.-ს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას დირექტორმა ჟურნალისტთან საუბარში, ისე, რომ ჟურნალისტს არ უკითხავს ამის შესახებ, აღნიშნა, რომ ბავშვს 4 წლის ასაკში სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რაზედაც ჟურნალისტი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ამით გამოიკვეთა, რომ მშობელმა ჟურნალისტს ინფორმაცია, მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციასთან არასებულ დავაზე მიაწოდა და ბავშვის მდგომარეობის შესახებ არ უსაუბრია, რაც გაასაჯაროა დირექტორმა. ამიტომ დგინდება, რომ სკოლის დირექტორი განცხადების გაკეთების დროს მოქმედებდა სკოლის სახელით მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციამ დააზუსტა, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან მოხდა ბავშვის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რაც კანონით იკრძალება. თუმცა, ვინაიდან მომხდარ ფაქტსა და დასკვნას შორის ხანდაზმულობა იკვეთება, სკოლის ადმინისტრაციას ვერ დაეკისრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აქვე მშობელს შესაძლებლობა აქვს მიმართოს სასამართლოს.

სკოლის დირექტორის მიერ  კანონდარღვევა აღიარა განათლების სამინისტრომაც, განცხადებაში ვკითხულობთ: „დარღვეულია კანონი და სახეზეა დირექტორის გადაცდომები: სკოლის დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის მაგალითია. დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მშობელთან ურთიერთობას თავაზიანად და თანამშრომლობით წარმართავს“-ვკითხულობთ განცხადებაში.

სკოლას გაფრთხილება მიეცა განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურისგანაც. დასკვნაში წერია, რომ მეორე სკოლამ მოახდინოს რეაგირება მითითებულ დარღვევაზე სკოლის საქმიანობის კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა და გატარებული ღონისძიებების ანგარიში წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტით განათლების სამინისტროში. ასევე მოახდინოს სკოლამ მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთპატივისცემის ხელშწყობა და დაცვა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი