|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 12 000 ლარის პლანშეტურ კომპიუტერებს ყიდულობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისათვის პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტი) შესაძენად ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 12 000 ლარია. მიმწოდებელი ვალდებული აღნიშნულ თანხაში 6 ცალი კომპიუტერი შეიძინოს, ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტი) მოწოდება საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. მიწოდებულ პლანშეტურ კომპიუტერებს უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO სერტიფიკატი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა