|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია "ახალგაზრდული ინიციატივების" კონკურსს აცხადებს

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდული ინიციატივები“, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, კონკურსი ითვალისწინებს ახალგაზრდების და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიციირებული პროექტების მხარდაჭერას.
 
„კონკურსის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსი ცხადდება ერთ ან ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 27 იანვრიდან 16 თებერვლის 18:00 სთ-მდე, ელექტრონული ფორმით, მისამართზე - contact@kutaisi.gov.ge", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 72.73%
არა - 27.27%
არ ვიცი - 0%
სულ - 11 ხმა