ქუთაისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელების აუქციონზე გატანას გეგმავს
ყოველდღიურად ხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება, რაც შეეხება მორეცხვას, ხდება ათ დღეში, გამომდინარე იქედან, თუ როგორ არის დაბინძურებული, -განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა „ნიუპრესზე“ გასული მასალის საპასუხოდ.
როგორც მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა განაცხადა, დღესაც არის დაგეგმილი მიწისქვეშა გადასასვლელების გაწმენდა. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობის წილი მოქალაქეებზეც მოდის, რადგან ვერ აცნობიერებენ, რომ გადასასვლელი არის დამცავი მოქალაქეებისთვის და სხვა დანიშნულება არ უნდა მისცენ.
„სამწუხაროდ, მოქალაქეეები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს არის დამცავი მათთვის და რომ სხვა მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ. დღესაც დაგეგმილია გასასასვლელების მორეცხვა. რამდენიმე დღეში ისევ შეგვიძლია ვნახოთ, რომ დაბინძურებული იქნება“, -აცხადებს გიორგობიანი, რომლის განმარტებითაც, ადგილზე ვერც ვიდეო კონტროლის განხორციელება იქნება ხელისშემშლელი იმათთვის, ვინც აბინძურებს.
გიორგობიანის განცხადებით, მერიას განსაზღვრული აქვს გადასასვლელების აუქციონზე გატანა.
„დამერწმუნეთ, იმ ადამიანებს ვიდეო კონტროლი ვერ შეაშინებთ, მაინც დააბიუნძურებენ. ამასთან ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ გადასასვლელებს ახალი ფუნქცია შევძინოთ. გვაქვს მოლაპარაკებები. შემოსული განცხადებების მიხედვით, შესაბამისად ამ ყველაფერს თავის დრო და რენტაბელობა აქვს. ჩვენ იძულებით ვერავის გავაკეთებინეთ, გამოცხადდება აუქციონი, გამოვლინდება გამარჯვებული და ის მოაწყობს მათ. თუ აუქცონით არ გამოვლინდება გამარჯვებული, შემდგომ სხვა ფორმით მოხდება. ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება და აღარ იქნება ეს ადგილი გამოყენებული სხვა დანიშნულებისთვის. ამის გამოც არ ხდება ჯერ კამერების დამონტაჟება, რადგან ახალ მფლობელს, შესაძლოა არ სურდეს კამერები“, -განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.
რაც შეეხება ასათიანის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის გადაკეტვას, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ გადასასვლელი მოქალაქეების დაუდევრობის გამო გადაიკეტა, რადგან არ მომხდარიყო დამატებითი დაბინძურება.
შეგახსენებთ, ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების შესახებ ინფორმაცია „ნიუპრესმა“ გამოაქვეყნა. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გადასასვლელში ლეღვის ხე არის ამოსული.
მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები და მერიის შეუსრულებელი დაპირება
მიწისქვეშა გადასასვლელებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება
"მიწისქვეშა გადასასვლელი ღია საპირფარეშოდაა ქცეული"
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა იგეგმება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი