|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სამი წელია ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას ცდილობს - ფლანგვის დეტექტორი

სამი წელია ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას ცდილობს და ამავე დროს ბიუჯეტსაც სრულად ვერ ითვისებს, -  ამის შესახებ მედია პროექტი "ფლანგვის დეტექტორი" აცხადებს. 
 
მისივე ინფორმაციით, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა.
 "მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესადგენად ტენდერი 3-ჯერ, ხოლო კიბის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2-ჯერ გამოაცხადა.
 კიბეს ჯერაც არ ჩატარებია რეაბილიტაცია მაშინ, როცა ბოლო ტენდერი მერიამ 2021 წელს, წინასაარჩევნოდ გამოაცხადა.
საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობის მიუხედავად, ქუთაისის მერია წლიდან წლამდე გამოყოფილ ბიუჯეტს ვერ ითვისებს.
 2020 წელს მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებაში 20 მილიონ ლარამდე უნდა დაეხარჯა, თუმცა მხოლოდ 16 მილიონის დახარჯვა მოახერხა.
 2021 წლის პირველ ნახევარში კი გამოყოფილი 11 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 8.5 მილიონის ათვისება შეძლო" , - აცხადებს ფლანგცის დეტექტორი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა