|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში".

ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში, - ამის შესახებ ქუთაისის მერი სოსო ხახალეიშვილი აცხადებს. 
 
"ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხმამაღლა იქნა გაცხადებული, რომ ქალაქი უკრაინას დაეხმარებოდა იმ საჭიროებების მიხედვით, რასაც ომში მყოფი ქვეყანა ითხოვდა. ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. შეგროვებული თანხით შეძენილი იქნა ის პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია, რაც რეკომენდირებული იყო თავად უკრაინის მხრიდან. ასევე, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე. ქუთაისიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გადანაწილდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის, ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებში. 
 
ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხრიდან იყო თხოვნა გენერატორებით დახმარებისა, ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში.
 
 ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც.
 
უკრაინის მოქალაქეებს ქალაქის მერია არაერთხელ დაეხმარა სხვადასხვა ფორმით, მათ გადაეცათ ულიმიტო სამგზავრო ბარათები. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათები პირადად გადასცა უკრაინელ ბავშვებს. ადგილობრივი ხელისუფლებაა მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ დაეხმაროს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას", - აცხადებს  ხახალეიშვილი. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა