|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ სარეზერვო ფონდიდან 260 152, 88 ლარი დახარჯა

ქუთაისის მერიამ სარეზერვო ფონდიდან 6 თვეში 260 152, 88 ლარი დახარჯა. "ნიუპრესისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მერიის სარეზერვო ფონდიდან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე უშუალოდ სოციალური დახმარების სახით 219 761 ლარი გაიცა.

მერიამ დახმარება ასობით მოქალაქეზე გასცა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირად ერთ დღეში ათეულობით დახმარებაა გაცემული.

ერთჯერადი დახმარების სახით, გაცემული თანხის მინიმალური რაოდენობა 50 ლარია, მაქსიმალური რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 1 000 ლარს აღწევს.

ფონდიდან დაფინანსებულია პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში ოთხი ბინის გადასახურის მასალის შეძენა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  32 892 ლარი გამოიყო. 

სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კულტურული ღონისძიება, რომელიც 14 მარტს არის გამართული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12 გადარიცხვა განხორციელდა, თუმცა ღონისძიების დასახელების შესახებ მერიამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ღონისძიება ბიუჯეტს 7 500 ლარი დაუჯდა. 

 ოპოზიცია მერიას სარეზერვო ფონდიდან თანხების საკუთარ აქტივისტებისა და ახლობლებზე გაცემაში ადანაშაულებს.  

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი 500 ათას ლარს შეადგენს.

 

ქუთაისის მერიამ სარეზერვო ფონდიდან სამ თვეში 93 753 ლარი დახარჯა

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან სამ თვეში 114 800 ლარი დაიხარჯა

"ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში 22 გადარიცხვაა გაკეთებული"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა