|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასთან 3 ადამიანი დააკავეს

ხმაური იყო ქუთაისის მერიასთან. დაპირისპირება მოძრაობა "ჩვენ ვათენებთ" წევრებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა.

დაპირისპირება აქტივისტების მიერ სტენსილის დახატვის მცდელობას მოყვა.

სამართალდცველებმა, სავარაუდოდ, სამი ადამიანი დააკავეს, რასაც ადგილზე მხაური მოყვა.

აქტივისტების თქმით, ისინი აპროტესტებენ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და დაკავებაც ამას მოყვა. სამართალდცველების თქმით, აქტივისტები დააკავეს, რადგან მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ.

  მოძრაობის "ჩვენ ვათენებთ" წევრები 10 დღეა მშვიდობიანი მსვლელობვით სარფიდან მოემართებიან. წუხანდელი ღამე მათ კარვებში, პარლამენტის შენობასთან გაატარეს.  მოძრაობის წევრები რუსთავის ციხესთან მისვლას გეგმაბვენ, მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილუს გათავისაუფლებაა. 

 პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 32 დღეა, შიმშილობს.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა