ქუთაისის მერიის განმარტებით, კაფეს მეპატრონე 3 ათასი ლარით დაჯარიმდა
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ბულვარში არსებული კაფე „სავანეს“ მეპატრონეთა დაჯარიმების შესახებ განმარტებას აკეთებს.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ხუციბერიძემ განაცხადა, სამართლებრივი აქტი შედგა ორი დარღვევის გამო, რაზედაც მეწარმე ორივე შემთხვევაში დაჯარიმდა. მერიამ კაფეს მეპატრონეები საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის გამო 2000 ლარით, ხოლო შენობის ფასადის იერსახის დამახინჯებისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.
ნუგზარ ხუციბერიძის განცხადებით, მათ დაჯარიმების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იხელმძღვანელეს.
ქუთაისის მერის საპროტესტო პლაკატზე გამოსახვის გამო კაფეს მეპატრონე დააჯარიმეს
"პროვოკაციების გამო იძულებული გავხდით, კაფე დაგვეკეტა"
"კაფეს გვართმევენ" - აქცია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში
"რომ წაართვა, მისი უნდა იყოს"-მერიაში კაფეს მფლობელების ბრალდებებს პასუხობენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი