ქუთაისის მერიის იურისტი, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდეს
ქუთაისის მერიის იურისტი, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე სამუშაო საათებში იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და სოციალური ქსელით "ქართული ოცნების" მხარდასაჭერ მასალებს აზიარებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი გიოგრაძე 2000 ლარით დაჯარიმდება.
ირაგლი გიოგრაძე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის არაშამუშაო საათებსა და შაბათ-კვირას ახდენდა მასალების გაზიარებას.
ფაქტი ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდება, რომელსაც "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებს.
"საკითხის განხილვა მიმდინარეობს და ამ დროისთვის ვერაფერს გეტყვით, საოლქო კომისია განიხილავს და გადაწყვეტს არის თუ არა დანაშაული. მე არასამუშაო საათებსა და შაბათ-კვირას ვაზიარებდი ჩემი მეგობრის ვებ-გვერდს. გადაწყვეტილების მიღებამდე ვერაფერ ვიტყვი"-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
ანგარიშში, ასევე შევიდა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის ნიკა ნარსიას ბრალდება "ქართული ოცნების" ქუთაისის კანდიდატის წინააღმდეგ. "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მოხდა ფაქტის შესწავლა ორივე მხარესთან.
მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში განაცხადეს, რომ ეს არ იყო დასასაქმებელ ადამიანთა სია, მათი ინფორმაციით, მათ ყოველთვის აქვთ სიები და ამ სიებით მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ დარეგისტრირდნენ "hr.ge"-ზე.
ანგარიშში ასევე მოხვდა საოლქო კომისიის დაკომპლექტების დროს გამოვლენილი დარღვევა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საუბნო კომისიები იმ ადამიანებით დაკომპლექტდა, რომელსაც წინა არჩევნების ორივე ტურში გაფრთხილება ქონდა მიცემული. იურისტების ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები საარჩევნო კომისიების მიმართ უნდობლობას აჩენს.
საოლქო კომისია განმოთქმულ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს "საიას" ოფისში ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი