ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის ხელმძღვანელად ვაჟა ჯუღელი დაინიშნა
ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის ხელმძღვანელად ვაჟა ჯუღელი დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებენ ქუთაისის მერიაში.
ააიპი კულტურულ დაწესებელებათა გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მრავარიცხოვანი ორგანიზაციაა ქუთაისის მერიის ააიპებს შორის.
წელს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის დაშლის შემდეგ თანამშრომლების ნაწილი კულტურის ააიპში დასაქმდა. ასევე კულტურის ააიპს შეუერთდა რამდენიმე ააიპი, მათ შორის ბოტანიკური ბაღის.
ვაჟა ჯუღელი მერიის კულტურის სამსახურს, რეორგანიზაციის შემდეგ კი კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისათვის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის პოსტი ვაკანტურია. არსებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას თამთა თურმანიძე ჩაიბარებს, რომელიც კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტია.
რაც შეეხება კულტურის ააიპის ხელმძღვანელის პოზიციას, ის სამი დღის წინ გათავისუფლდა. ააიპის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რასაც წინ ვაჟა ჯუღელთან დაპირისპირება უძღვოდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე