ოცნება აღარიბებს - ქუთაისის მერიის წინ მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ
ხელისუფლება დაგვცინის, ოცნება აღარიბებს - ამ მესიჯებით ქუთაისში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოქალაქეების საპროტესტო აქცია იმართება . აქციის მონაწილეები გაძვირებულ ცხოვრებას და მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ პირობებს აპროტესტებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცხოვრების გაძვირებას საკუთარი ხელფასებისა და სარესტორნე ხარჯების ზრდით პასუხობენ.
"ქუტაისში მძიმე სოციალური ვითარებაა, არასასობის ოჯახი შიმშილობს, დილას იმის ფიქრით იწყებს, თუ რით გამოკვების საკუთარი შვილები. სამის პასუხად ჩინობვნიკები საკუთარ ხელფასებს იზრდიან და სარესტორნე ხარჯებს ამატებენ, იმ მიზეზით რომ ფასები გაძვირდა"- განაცხადა გიგა შუშანიამ.
აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. აქციის პარალელურად მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსაფრთოების ნორმებს იცავენ.
ავტორი: ნიუპრესი