|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა

ქუთაისში მერის ახალი მოადგილე წარადგინეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.

მამუკა ხიმშიაშვილი ქუთაისში დაიბადა 1974 წელს. დამთავრებული აქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და საერო უნივერსიტეტი „გელათი“, იურისტის სპეციალობით. მერის ახალ მოადგილეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ის სხვადასხვა წლებში, მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. იყო ამბროლაურისა და ცაგერის მერის პირველი მოადგილე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი . ქუთაისის მერიაში მამუკა ხიმშიაშვილი ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა