ქუთაისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიამ გიორგი გოგუაძე დაასახელა
ქუთაოსის მერობის ღირსეული კანდიდატი გიორგი გოგუაძე იქნება - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისრმა გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის საქართველოსათვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
გიორგი გოგუაძე პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
"გიორგის მიუხედავად მისი ახალგაზრდული წლებისა, აქვს უდიდესი მიღწევები, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, მისი მსახურება ქუტაისისათვის, იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი", -განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში მერობის და თბილისში მაჟიორიტარობის კანდიდატები დაასახელა, თავად კი ყოფილი პრემიერი თბილისი მერობისათვის იბრძოლებს.
რად შეხება იმერეთს, ხარაგაულში დასახელდა ვარლამ (ტატო) თავრაზაშვილი, ზესტაფონში - ლაშა ცხადაძე, ბაღდათის მერობისთვის ლადო ვარძიელი იბრძოლებ, ჭიათურაში - უსუფ ბიწაძე, ტყიბული - სანდრო სახვაძე, წყალტუბო - რუსუდან სილაგაძე.
ავტორი: ნიუპრესი