ქუთაისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში პოზიცია ამომრჩევლების 35,36% მა დააფიქსირა .
ამ დროის მონაცემებით, დათვლილი ხმების რაოდენობა კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გიორგი ჭიღვარია 24 603 (48.61%)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გრიგოლ ვაშაძე 13688 (27.05%)
საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” დავით გოგისვანიძე 4500 (8.89%)
საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო" გიორგი წულაია3871 (7,65%)
„პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი“ გრიგოლ ბახტაძე 1643 (3,25%)
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია–შალვა ნათელაშვილი“ სამსონ გუგავა 1015 (2,01%)
საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" ზვიად ბაღდავაძე 707 (1,4%)
„შენების მოძრაობა“ ალუდა გოგლიჩიძე 581 (1,15%)
ქუთაისის ათივე ოლქში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიპოვა. პროპორციული სიის მიხედვით კი საკრებულოში "ქართული ოცნების" ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები იქნებიან. დანარჩენმა პარტიებმა კი 4%იანი ბარიერი ვერ გადალახა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე