|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ უნდათ ჩემი საკრებულოში შესვლა" - გოგი წულაია

ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საოლქო კომისიის წინ ბრიფინგი გამართა.
წულაიამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.
მისი განცხადებით, ყოველთვის არჩევნების შედეგებით მერობის კანდიდატის და პარტიული შედეგები არის ერთნაირი, თუმცა 2017 წლის არჩევნების შედეგებით სხვა სურათია.
"არცერთ არჩევნებში ასეთი შედეგი არ ყოფილა, მე ვარ პერსონა ნონ გრატა ამ ქალაქში, მერობის სიით მივიღე 7 პროცენტი, პროპორციულით მხოლოდ 2, რაც არის მიზანმიმართული შედეგი, რადგან არ უნდათ ჩემი საკრებულოში შესვლა",- განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, ჯერ არ იცის მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში,  რა გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარს რომელ კანდიდატს დაუჭერს, თუმცა აპირებს რომ პოლიტიკური ტაიმაუტი აიღოს.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი