|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერად არჩევის სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა

ქუთაისის მერის პოსტზე არჩევის სურვილი ოფიციალურად ათმა კანდიდატმა გამოთქვა.

 საოლქო კომისიაში პარტიული სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს, 18.00 საათზე დასრულდა. 

 ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქში  ამ დროისათვის შესულია 10 კანდიდატის განაცხადი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატად დარეგისტირება სურს.

  1. შენების მოძრაობა–ალუდა გოგლიჩიძე
  2. საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო"–ზვიად ბაღდავაძე
  3. პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი–გრიგოლ ბახტაძე
  4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია–შალვა ნათელაშვილი–სამსონ გუგავა
  5. ქართული ოცნება–გიორგი ჭიღვარია
  6. ახალი ქრისტიან–დემოკრატები გიორგი გოგელაშვილი
  7. საარჩევნო ბლოკი ენმ–გრიგოლ ვაშაძე
  8. საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო"–                 გიორგი წულაია

   9. საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”  - დავით გოგისვანიძე

კიდევ ერთი კანდიდატის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წარმომადგენლის – აკაკი ლოლომაძის განაცხადი ხარვეზიანი იყო, თუმცა ამ დოკუმენტაცია უკვე გასწორდა.

დოკუმენტაციის გადამოწმებისათვის საოლქო კომისიას 2 დღის ვადა აქვს. რის შემდეგაც წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საბუთების შემოწმება და რეგისტრაციაში გატარება მოხდება. 

დღესვე მოხდა საარჩევნო კომისიაში პარტიული და მაჟორიტარობნის კანდიდატების სიების წარდგენა.

შეგახსენებთ,  გუშინ საოლქო კომისიაში მხოლოდ სამი განაცხადი იყო შესული. 

ავტორი: ირინა მაკარიძე