|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობისთვის გოჩა თევდორაძე იბრძოლებს?

პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია არაოფიციალურად  დაიწყეს.  ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატების სახელებიც  უკვე გაჟღერდა. ვრცელდება ინფორმაცია, როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ საჯარო მოხელეებზე. ამავე ინფორმაციით, ქუთაისის მერობის კანდიდატად, ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე მოიაზრება. ის "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იბრძოლებს.

 გავრცელებულ ინფორმაციას "ნიუპრესთან" საუბარში კატეგორიულად უარყოფს გოჩა თევდორაძე და აცხადეს, რომ მერობა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ ნდომებია.

"კატეგორიულად გამორიცხულია, რომ მე ქუთაისში მერად ვიყარო კენჭი. ეს ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ მდომებია და ახლა მითუმეტეს, "ქართული ოცნების" იავარქმნილ სიტუაციაში, მე მერობას არ მოვისურვებ", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ. მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" კანდიდატებს დადგენილ ვადებში აუცილებლად დაასახელებს.

"მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარდგებიან კანონის მიერ დადგენილ ვადებში. ვინც  უნდა დააასახელო, როგორი კარგიც უნდა შეარჩიო,  მაინც დაიწყება მისი "დაკორტვნა", ამიტომ, ჩვენ დავასახელებთ მაშინ, როდესაც დრო  იქნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა. აუცილებლად ყველა კადრი ადგილობრივი იქნება, რადგან ჩვენ დეცენტრალიზაციის მომხრე ვართ", -განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ გოჩა თევდორაძე 2012 წლამდე იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო, ის შემდეგ ის "პატრიოტთა ალიანსის" რიგებს შეუერთდა. ამ დროისთვის ის  პარტიის პოლიტიკური მდივანია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა