|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა

 ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა. სხდომაზე ერთი საკითხი იყო წარმოდგენილი ბიუჯეტში ცვლილება, სადაც თანხობრივი დანამატი არ ყოფილა მხოლოდ მუხლიდან მუხლში გადატანა განხორციელდა. საკითხის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებმა ბოლო 3 წლიანი მუშაობა შეაფასეს და მომავალ საკრებულოს წარმატებები უსურვეს.

,,მადლობა  საკრებულოს თითოეულ წევრს საინტერესო მუშაობისთვის. მე აქ ბევრი მეგობარი შევიძინე. მადლობა ასევე საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს შრომისთვის. მადლობა ქუთაისის მერს ბატონ შოთას 24 საათიანი მუხლჩაუხრელი მუშაობისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მომავალ საკრებულოს. თითოეული მომავალი სხდომა მინდა იყოს, ბევრი სიახლის და კიდევ უფრო ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილებების"-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა.

საკრებულოს სხდომას  ესწრებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს თანამშრომლობისთვის.

,,ჩემი მთავარი პრინციპი იყო ყველა საკრებულოს სხდომას დავსწრებოდი და ამით საკრებულოსთვის გამომეხატა ჩემი პატივისცემა საკრებულოს მუშაობის დროს პოლიტიკური კრიზისი არ შექმნილა. ეს იყო მერიისა და საკრებულოს მუშაობის ყველაზე სტაბილური პერიოდი ქალაქში"-აღნისნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას 20 ნოემბრიდან დაიწყებს.

ავტორი: