|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის გახსნაზე "გორდელა" იმღერებს

რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი 6 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება.

ღონისძიებასთან დაკავშირებით  ქუთაისის მერიამ ანსამბლი "გორდელა" მოიწვია, რომელიც პარკში კონცერტს გამართავს. ღონისძიებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა  2 625 ლარს იხდის. ანსამბლ "გორდელას" კონცერტი " წლის კალენდარული ღონისძიებების" ფარგლებში იმართება.

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის და ქუთაისის მერიის ერთობლივი პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორია 8 000 კვ-მ დაწნეხილი და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდა მოსასვენებელი სკამები და ურნები.

პარკის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი  დაიხარჯა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა