ქუთაისის მუნიციპალიტეტებში C ჰეპატიტის უფასო ელიმინაციის კამპანია გაიმართება
სკრინინგ კვლევების ხელმისაწვდომობისა და კიდევ უფრო ეფექტური და მასიური კამპანიის წარმოების მიზნით, ქუთაისში მობილური ჯგუფები იმუშავებს. პროექტი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში გაიმართება.
კამპანია ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს, ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სამსახურის და ქუთაისის მერიის მუნიციპალური სამსახურების უშუალო მონაწილეობით გაიმართება. ღონისძიება დღეს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ჯგუფები ქუთაისის 12-ივე მუნიციპალიტეტში იმუშავებს.
C ჰეპატიტის სკრინინგის გეგმა ქუთაისის მუნიციპალიტეტების მიხედვით 2016 | ||||
# | მუნიციპალიტეტის დასახელება | გასვლის თარიღები | საკონტაქტო პირები | ტელეფონი |
1 | გამარჯვება | 05.09.2016დან 09.09.2016 | მზია ქავთარაძე | 593197100 |
2 | ავტოქარხანა | 11, 14, 16 სექტემბერი | ზაზა ჭელიძე | 595570010 |
3 | კახიანოური | 19, 21, 23 სექტემბერი | პელე გურული | 591080080 |
4 | ნიკეა | 26, 28, 30 სექტემბერი | გრიგოლ რევიშვილი | 599800409 |
5 | ძელქვიანი | 3, 4, 5 ოქტომბერი | თამარ რეხვიაშვილი | 598242111 |
6 | საფიჩხია | 10, 12, 14 ოქტომბერი | მარეხი ნიჟარაძე | 595290731 |
7 | უქიმერიონი | 17, 19, 21 ოქტომბერი | დავით იობიძე | 591257325 |
8 | ქალაქ-მუზეუმი | 24, 26, 28 ოქტომბერი | თორნიკე ლაბაძე | 595230830 |
9 | სულხანსაბა | 31 ოქტომბერი, 2, 4 ნოემბერი | მერაბი ჯანელიძე | 598667573 |
10 | ვაკისუბანი | 7, 9, 11 ნოემბერი | დავითი აბუთიძე | 591119222 |
11 | მუხნარი | 14, 15 ნოემბერი | გელა სანიკიძე | 599799377 |
12 | გუმათი | 21, 22 ნოემბერი | იმედა საღინაძე | 599584987 |
ავტორი: ნიუპრესი