ქუთაისის N14 საბავშვო ბაღის შენობის კედლები დაიბზარა
ქუთაისის N14 საბავშვო ბაღის შენობის კედლები დაიბზარა. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ნაწილი შენობის სხვა ფლიგელში გადაიყვანეს. მშობლები არსებულ საფრთხეზე მედიასთან საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ „არა მხოლოდ პატარები, არამედ ბაღის პერსონალიც საფრთხეშია“.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ნანა შენგელიას განცხადებით, ბაღის აღსაზრდელები უსაფრთხო სივრცეში არიან გადანაწილებული.
შენობის მდგომარეობას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა