ქუთაისის ოპერის თეატრში გოჩა აბულაძე იმღერებს
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში იმღერებს. ის ჯუზეპე ვერდის ოპერაში "რიგოლეტო" მთავარ პარტიას შეასრულებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს.
"მეგობრებო, 13 აპრილს ჩემს ქალაქში, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ქუთაისში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმღერებ ვერდის რიგოლეტოს. ეს ჩემი პირველი სპექტაკლია აქ, სადაც გავიზარდე და სიმღერის დიდი სიყვარულით დავავადდი...
ყველას გეპატიჟებით და გელით მოუთმენლად"- წერს გოჩა აბულაძე.
ჯილდას პარტიას ასევე წარმატებული მომღერალი მარიკა მაჩიტიძე შეასრულებს.
ორკესტრს რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.
წარმოდგენა 13 აპრილს 18.00 სათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი