"მეგობარი ავარიდოთ ავს" ,- საქველმოქმედო კონცერტიდან 3150 ლარი შემოვიდა
"მეგობარი ავარიდოთ ავს",- ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი - მარათონი გაიმართა. შემოსული თანხა ქუთაისელი ხელოვანის მამუკა გელხვიიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
ღონისძიებიდან 3150 ლარი შემოვიდა. კონცერტზე მონაწილეობა ცნობილმა მუსიკოს-შემსრულებლებმა მიიღეს. საღამოს ორგანიზებას ქუთაისელი მუსიკოს-პროდიუსერი და კულტუროლოგი კოტე მალანია გაუძღვა.
ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კოტე მალანიას წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხა მამუკა გელხვიიძის ანგარიშზე გადაირიცხება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა



21:40
15:55
19:56
11:45












