|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა 3.14 მილიონ ლარად გაიყიდა

ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე 3.14 მლნ ლარად გასხვისდა. „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად 3.2 მლნ ლარად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია.

აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა - 154 „ბიჯის“ შემდეგ ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.

ჩუბინიძე რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის „ლიონ დეველოპერის“. მის მფლობელობაში გადადის ქუთაისში, რუსთაველის გამზირი N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 და N2 შენობა- ნაგებობები.

საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად სასტუმროა მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია.

bm.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა