|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ქალთა ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება

საქართველო 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

9 დეკემბერს გამართულ უეფას აღმასკომის სხდომაზე ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტა. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაავრცელა. მისი თმით,  უეფასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია ის, რომ საქართველო შეირჩა ევროპის 19-წლამდე ქალთა ჩემპიონატის მასპინძლად.

„სასიხარულოა, რომ მომავალ წელს ამავე ასაკში ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, 2020 წელი კი ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტური და საფეხბურთო ზეიმი იქნება", - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარების მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს ქალთა რეგულარული ეროვნული ჩემპიონატი ჩაატარა, რომელშიც ქალთა გუნდები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატის გამარჯვებული - ქუთაისის "მართვე" 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა