"ეკლესიის მისიაა აკურთხოს, მადლი მისცეს, გაამხნევოს, ადამიანი" - ქუთაისის ქუჩები სასულიერო პირებმა აკურეთხეს
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა სასულიერო პირებთან ერთად ქალაქის ქუჩები აკურთხა. სასულიერო პირების მიერ წყალკურთხევის რიტუალი ჩატარდა, რის შემდეგაც ავტომობილით ქალაქის ქუჩებში ნაკურთხი წყალი მოასხურეს.
მეუფის თქმით, ქუჩების კურთხევის რიტუალი კორონავირუსის საფრთხის ფონზე, მოქალაქეების დასამშვიდებლად და დასაცავად ტარდება. მისი თქმით, ეკლესიის მისია არის მადლი მისცეს, აკურთხოს და დაამშვიდოს მოსახლოება.
"ეკლესიის მისია არის აკურთხოს, მადლი მისცეს, გაამხნევოს, ადამიანი და ღვთის მადლით დაცული ვიყოთ. ეს არ არის რაიმე ახალი წესი, ჩვენ სახლებს ვაკურთხევთ, ნაკურთ წყალს სახლში ვატანთ, ახლა ქალაქის მასშტაბით ვატარებთ კურთხევას, რადგან არის რაღაც განსაცდელი, ერში, ქვეყანაში, მსოფლიოში. ეკლესიის კურთხევით გავამხნევოთ ადამიანები, რომ ჩვენ განსაცდელში მარტო არ ვართ, უფალია ჩვენს შორის და უფალმა ისმინოს, შეგვეწიოს და დაგვიცვას ჩვენ თავისი მადლით, აი ამას ემსახურება დღევანდელი ჩვენი კურთხევა. თბილისში უკვე იყო და ახლა ქუთაისში ტარდება პატრიარქისა და მღვდელმთავრის კურთხევით თითოეულ ეპარქიაში", -განაცხადა მეუფემ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა