ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 24 სექტემბერს დაიწყება
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში სწავლა 24 სექტემბერს განახლდება. ბაღებისგაერთიანების ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ
აღსაზრდელთა რეგისტრაცია 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იწარმოეებს, სასურველ ბაგა-ბაღში, 10 -დან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი; ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ბავშვის ორი ფოტოსურათი(3/4); სოციალურად დაუცველის ან დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას); მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში,- ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე.
ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს, პრიორიტეტი ენიჭებათ: ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე; ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
დევნილთა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს (განსაზღვრული რაოდენობა).
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი