|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ქართული სტარტაპი - Roamingo უფასო ინტერნეტს სთავაზობს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის კონტრაქტორი კომპანია, ქართული სტარტაპი - Roamingo აეროპორტის ყველა მგზავრს გაფრენის წინ, საჩუქრად სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. "ევროპა + თურქეთის" 500მბ ინტერნეტის გააქტიურება მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში Roamingo-ს სტენდთან შეუძლიათ, სადაც კომპანიის თანამშრომლები მგზავრებს დახმარებას უწევენ eSIM ტექნოლოგიით ნებისმიერი ქვეყნისა თუ რეგიონის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებაში.

ასევე, დამატებით Roamingo-ს 5000მბ უფასო ინტერნეტის გააქტიურება შეუძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის იმ მგზავრებს, რომლებიც თბილისიდან ქუთაისამდე აეროპორტის მეორე კონტრაქტორი კომპანიით - Georgian Bus-ის ავტობუსებით იმგზავრებენ. 

ქართული სტარტაპი Roamingo ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვეა ოპერირებს და ამ ეტაპზე, 4 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში  ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები.

საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.



ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 16 ხმა