ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს: ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“. კონკურსის მიზანია: ბიბლიოთეკის მკითხველთათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა; ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა გამოვლენა; ლიტერატურული კომუნიკაციების გააქტიურება; ქუთაისის კულტურული ტრადიციების შენარჩუნება - განახლება. კონკურსის თემატიკა: შემოდგომა, გიორგობისთვე.
ჟიურის შემადგენლობაში არიან: თანამედროვე მწერლები, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველები, პროფესიონალი ლიტერატორები. ჟიურის თავმჯდომარე იქნება წინა წლის გამარჯვებული. მონაწილეობა შეუძლია ყველა ასაკის ავტორს.
კონკურსანტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური და გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ფორმატი შეზღუდული არ არის. ნაწარმოები აუცილებლად უნდა ასახავდეს შემოდგომის (ფოთოლი, გიორგობისთვე, ფოთოლცვენა და ა, შ.) თემატიკას. კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა გააგზავნონ 2015 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით სათაურით: ,,ლიტერატურული კონკურსი“. მონაწილის სახელი და გვარი ტექსტზე არ უნდა იყოს მითითებული. მისამართი: ქუთაისი, ლილი ნუცუბიძის ქუჩა N1, ბიბლიოთეკის დირექცია. ელ.ფოსტა: Nargizchogovadze@gmail.com; cisia67@yahoo.com.
გამარჯვებული გამოვლინდება 10 ნოემბრამდე. საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომით, სპეციალური პრიზით და მიენიჭება „ჭადრის ოქროსფერი ფოთლის” ლაურეატის ტიტული. კონკურსის კიდევ 2 საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საუკეთესო პოეტური ნაწარმოებების პატარა წიგნად გამოცემას.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი