ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთვარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. მომდევნო წლის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარით განისაზღვრა.
დოკუმენტი კენჭისყრაზე მუხლობრივად გაიტანეს, რაც ოპოზოციის მოთხოვნა იყო, თუმცა ოპოზოციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმაურის მიზეზი გახდა სხდომაზე. ოპოზიციის თქმით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული 29 მილიონიანი ზრდა, რეალურად ციფრებით მანიპულაციაა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 2022 წელს ქუთაისს მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტი ექნება. ხმაურიანი სხდომა დაახლოებით შვიდი საათი გრძელდებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა