ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გაიმართა
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 23-ე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომას მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ.
დეპუტატებს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიმართა.
სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტებზე იმსჯელეს და განკარგულებაში შესაბამისი ცვლილება განახორციელეს.
ასევე განიხილეს „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის განვითარების 2020-2022 წლების საპროექტო იდეების/წინადადებების მოწონების შესახებ“ და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის "EU4CULTURE-ე" ფარგლებში, ევროპის კავშირისაგან გრანტის მიღების თაობაზე, ქუთაისის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
ცნობისთვის, ახალი მოწვევის საკრებულო ჯერ არ შეკრებილა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა