|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს დაჭრილი დეპუტატი კლინიკაში რჩება

საკრებულოს დეპუტატები, რომელსაც მეზობელმა დანით ჭრილობა მიაყენა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ზაქრო მამასახლისი გუშინ ღამით საეკლესიო კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას გულმკერდის არეში არაშემავალი ჭრილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე აქვს ნეკნის მოტეხილობა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეზობლებს შორის კამათი დაჭრით დასრულდა.

მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა