|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,ქართული ოცნების” გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე - ელისო არჩაია

ქუთაისის საკრებულოს მაჟოროტარმა დეპუტატმა ელისო არჩაიამ ქართული ოცნება დატოვა. არჩაიამ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხადებით, ვეღარ ახერხებს მოქალაქეთა დაარებას, ამიტომ ბრძოლას გიორგი გახარიასთან აგრძელებს.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ამომრჩევლებო! დასრულდა ჩემი მაჟორიტარობის 4 წელი, რომელიც მე ,,კახიანოურის” უბანს მივუძღვენი. ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნების” გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. მე ვეღარ ვახერხებ თქვენს დახმარებას სათანადოდ. ვეღარ ვაგვარებ იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე არ მეძლევა ამის საშუალება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და დავრწმუნდი, რომ ამ გუნდში აღარც მომავალში მექნება თქვენთვის მეტის გაკეთების საშუალება. მე მივიღე გადაწყვეტილება ვიბრძოლო ღირსეული, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ნამდვილად აქვს ძალა ქვეყნის მომავალი შეცვალოს! დღეიდან, ბატონი გიორგი გახარიას გუნდში მე უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ამ ქალაქისთვის, ვიდრე ეს როდესმე გამიკეთებია, რადგან ეს არის გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ცვლილებებია. მე არსად არ მივდივარ. ვრჩები თქვენთან და ვაგრძელებ ბრძოლას პარტია ,,საქართველოსთვის” სახელით. ბრძოლას უიმედობისა და სიღარიბის დასრულებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი უნიკალური ქალაქის განვითარებისთვის. მე ამის საშუალება და ბერკეტი მომეცა ეხლა ისე, როგორც არასდროს. მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მადლობა იმ ნდობისთვის, რასაც აქამდე მიცხადებდით! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! წინ, საქართველოსთვის"-წერს ელისო არჩაია.

ავტორი: ნიუპრესი