|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ საჩივარი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა

"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა ნარსიას საჩივარი ქუთაისის საოლქომ კომისიამ განუხილველად დატოვა.
 „საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 78–ე მუხლი მე15 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შენიშვნის შესაბამისად განცხადება საოლქო კომისიის მიერ განხილვას არ ექვემდებარება.’’- განუცხადეს "ნიუპრესს" ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ნარსიამ კახა ბოჭორიშვილის წინააღმდეგ საჩივარი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ შეიტანა.
 
ნარსია "ქართული ოცნების" ნიკეას მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს, მას ბრალს ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებს.
როგორც კახა ბოჭორიშვილის ფეისბუკ გვედზე გავრცელებულ ვიდეოში ისმის, ის ამომრჩეველს სავარაუდოდ, დასაქმების მიზნით, სიების სასწრაფოდ მიტანას თხოვს. 
 
პარტიას საოლქო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.  მიიღებს თუ არა ამის შესახებ გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა", ეს ჯერ არაა ცნობილი.
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი "ნაციონალურ მოძრაობას" ბრალს დისკრედიტაციის მცდელობაში სდებს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე