|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლექსო რაფავას პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას პროცესი დაიწყო.

დაკავებულ სამართალდამცველს იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან, ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა მათ ჩაუდეს.

დღეს არის პირველი პროცესი, როცა რაფავა პროცესს ესწრება, მანამდე მას ამის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც ქუთაისის სასამართლოში რამდენიმე სხდომა გადაიდო.

წინასასამართლო სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაკავებული პოლიციელის ოჯახის წევრები და ნათესავები აქციას მართავენ და ლექსო რაფავას გათავისუფლებას მოითხოვენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა