ქუთაისის სასამართლო მერიის სპორტული ააიპის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი თანამშრომლის ირაკლი კიკვაძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
პროცესს მოსამართლე დარინა აბულაძე უძღვება. ირაკლი კიკვაძის ინტერესებს "სართაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" იურისტი ნატო გოგიაშვილი იცავს.
ირაკლი კიკვაძემ მერიის ააიპის წინააღმდეგ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ააიპ „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.
„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი მის გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს.
კიკვაძე სამსახურიდან მარტში გაათავსუფლეს. ის იქამდე მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურში იყო დასაქმებული. კიკვაძე აცხადებდა, რომ ის უშუალოდ, ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
ირაკლი კიკვაძის განცხადებით, არსებული გარემოებების გამო, ის სასამართლოს მიერ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელოდება, მისი მოთხოვნები სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდაა.
სხდომას ესწრება სპორტის ააიპის მმართველი კობა ფხაკაძე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი